ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის,დონალდ ტრამპის განცხადებით, 19 მაისს ტელეფონით ჯერ რუსეთის პრეზიდენტს,ვლადიმერ პუტინს,ხოლო შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს,ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება.

„საუბრის თემა იქნება “სასაკლაოს” გაჩერება, რომელსაც კვირაში, საშუალოდ, 5000 რუსი და უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე მიაქვს, და ვაჭრობა…

იმედი მაქვს, პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლი შეწყდება, და ეს ძალადობრივი ომი, რომელიც არც დაწყებულიყო, დასრულდება“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.