რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი,რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს,იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა,რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ.
„ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ – სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად და რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევენ.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.