“რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რამის და ვინმეს დაცვაზე. რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია-აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა,პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.