„არც ის, რომ ლიცენზიას წაართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო, მამაპაპისეული სახლ-კარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესტრში მივიდოდა და აღმოაჩენდა, რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამა-პაპანი ხნავდნენ თუ კალოდ იყენებდნენ, აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი, თუნდაც გადამთიელის, ამასაც კი რუდუნებით თუ მოთმინებით, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ღირსების შელახვას. ეს ვერ გაიგეს ამათმა. აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი. ესენი კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ, რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩებათ და ამას მოითმენს და სინამდვილეში შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. აი, ამაში წააგეს ამათ, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ახალი ქართველის გამოყვანას, ეკლესიას, რწმენას, ყველაფერს. ბოროტებასთან მიმართებაში, ყველაზე ნიშანდობლივი რა არის იცით, რომ შეეძლოთ, ვიღაც ქვედა რგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა,” -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას .
ცნობისთვის,დღეს სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.