„გასაგებად აუხსნეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა ურთიერთობა გადაიტვირთოს. გასაკეთებელი ორი რამეა: ერთი, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და მეორე, დაბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. თუ ეს მოხდება, გადატვირთვაც მოხდება. არ მოხდება – არ მოხდება გადატვირთვა, რამდენიც არ უნდა იბოდიალონ ტრამპზე, „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე,”-ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა,ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა 22 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც.მისი თქმით,სავარაუდოდ,დააკავებენ.

„მოლოდინი ისაა, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ. წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ მე გირაოს გადამხდელი არ ვიყავი და ზოგადად, არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული არანაირი უგუნური, რაც არ უნდა იყოს, ქმედებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.