„ჩვენ რაც 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, იმიტომ რომ, რაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა. 9 აპრილიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს, გასასვლელიც არ იყო დატოვებული, ჩაკეტილი იყო. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ის საშინელება, რომ ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ,“ – ამის შესახებ მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.