„რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს. ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.