„ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის და ამის დრო მოვა.
ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ „ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა,ლანა გალდავამ ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის,ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.