„დღეს გაცილებით მძიმე ამბავი ხდება აქ, სასამართლოში. პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას. ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას, როგორც ჩანს, აპირებენ და ვხედავთ რა ხდება სასამართლოში. ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული. ყველა კარები დაკეტილია. მთლიანად, მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან მოხსნილია პოლიცია და აქაა. ეს არის დღევანდელი ციხე – სახელმწიფო.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ძალადობა და მარაზმი, ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთადერთი. რაც უფრო დიდხანს იბოგინებს „ქართული ოცნება“, რაც უფრო დიდხანს იძალადებს, მით უფრო მტკივნეული და სასტიკი იქნება ივანიშვილისა და მათი ბოლო. ეს არის ლოგიკა, რომელსაც მსოფლიოს ისტორიაში ვერავინ ვერასდროს გაექცა. დღევანდელი დღე კარგად დაიმახსოვრეთ! გაგრძელდება ეს ძალადობა, სამწუხაროდ, დაჭერებიც გაგრძელდება, მაგრამ შედეგი ივანიშვილისთვის სასტიკი იქნება. ეს ძალადობა შობს იმხელა სიძულვილს, რომელიც მას, მის ოჯახებს და ყველას გადაუვლის როგორც საშინელი ღრუბელი. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალადობს ადამიანებზე, უკანონოდ აკავებს. ეს სასამართლო არაა, ეს არის მონსტრების კორპორაცია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს“, – განაცხადა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა,გიგი უგულავამ.