„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის „რუსული დათვის“ მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში,”-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა,ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.