„სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანს, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე, მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, ბუნებრივია, არანაირი პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე არ ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურისტისთვის აბსოლუტურად ღიაა. იცით ტურიზმის მზარდი ტემპი საქართველოში. როდესაც კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ აქციებზე მონაწილეობის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს. ეს გარკვეულწილად აღიარებაა იმის, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ. ეს არის პარალელი, უბრალოდ ფაქტი, რომელიც შეგვიძლია პოლონეთის საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ. დანარჩენი, ცხადია, სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ,დავით მათიკაშვილმა პოლონეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ცნობისთვის, პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.