„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.
ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების აშკარა მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ, და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ ამას კვლავ და კვლად ვიმეორებთ.
პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად და ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს,”-ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.