თეთრ სახლში  უსასყიდლო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ილონ მასკმა, საჯაროდ უწოდა ტრამპის ერთ-ერთ მთავარ შიდა პოლიტიკურ ინიციატივას, გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ  „ამაზრზენი საზიზღრობა“.

„ბოდიშს გიხდით, მაგრამ აღარ შემიძლია ამის ატანა. ეს უზარმაზარი, აღმაშფოთებელი,  ხარჯვის კანონპროექტი ამაზრზენი საზიზღრობაა. „სირცხვილი მათ, ვინც მას მისცა ხმა: თქვენ იცით, რომ ცუდად მოიქეცით“, – დაწერა მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ კანონპროექტი, რომელსაც ტრამპი და თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლები  „ერთ დიდ და ლამაზ აქტს“ უწოდებენ, წარმომადგენელთა პალატამ მაისში მიიღო და სენატმა ივნისში უნდა დაამტკიცოს.

ილონ მასკმა ტვიტერზე გამოაქვეყნებულ პოსტების სერიაში, არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს კანონი აშშ-ის ისედაც გიგანტურ ბიუჯეტის დეფიციტს 2.5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის და აშშ-ის მოქალაქეებს  უზარმაზარი ვალის აუტანელ ტვირთს დააკისრებს.

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე 250 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მასკი არაოფიციალურად ხელმძღვანელობდა თეთრ სახლში მთავრობის ეფექტურობის ახალ დეპარტამენტს (Doge) და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებით იყო დაკავებული.

დონალდ ტრამპს მასკის ახალ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.