14-15 ივნისს, ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში “, სტარტს აიღებს Georgia Fashion Week / საქართველოს მოდის კვირეულის მე-5 სეზონი .

Პროექტში წარმოდგენილი იქნება 22 ქართველი და უცხოელი დიზაინერის თემატურად – ფერთა გამით, სტილისტურად განსხვავაებული კოლექციები- შემოდგომა -ზამთარი 2025/26 . ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში გაიმართება შოურუმი, სადაც მოსულ ვიზიტორებს დიზაინერების ნამუშევრების შეძენა შეეძლებათ.

Მოდის კვირეულის მთავარ პოდიუმზე კოლექციებს ქართველ მოდელებთან ერთად წარადგენენ უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული მოდელები.

აკრედიტაცია გაიცა 60 ქართველ და 4 უცხოელ ფოტოგრაფზე.

პროფესიონალი ფოტოგრაფების პარალელურად აკრედიტაცია გაიცა დამწყებ ფოტოგრაფებზეც-ჩვენთვის საინტერესოა ახალი, კრეატიული მიდგომა და გვსურს ხელი შევუწყოთ ახალ თაობას განვითარებაში.

აკრედიტირებულ სტუმრებს შორის არიან მოდის კვირეულების ორგანიზატორები, უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ბლოგერები