„ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, ვინც გადაიხადა, არ ვაკნინებ გადაწყვეტილებას და მათ ამ ქმედებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ ვინც არ გადაიხადა, ბევრად ვუფასებ, რადგან მიმაჩნია, რომ ივანიშვილთან კომპრომისზე წასვლის დრო დიდი ხნის წინ დამთავრდა. თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები არ მიდიან კომპრომისზე, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ხალხის ლიდერი უნდა იყოს.
ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ამ ვითარებაში გადახედვასაც კი არ ექვემდებარება, ფიქრიც კი სისულელეა, თუ ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ტარდება, თუ არ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისია და თუკი, პოლიტპატიმრები ციხეში რჩებიან და მათი რიცხვი იზრდება, ჩვენ არც კი განვიხილავთ ფიქრსაც კი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე, რადგან ამას არსებული პირობებით არც კი ვუწოდებთ არჩევნებს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ხელის გადაგრეხას არავინ არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან საზოგადოების აზრი და ის რისხვა, რომელიც დამსახურებული აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც ახლა მერყეობენ შესვლა-არ შესვლაზე, მე მგონი საკუთარ თავზე გამოცადეს, მათივე პარტიებისთვის უმჯობესია, არ შევიდნენ და რაც ჰყავთ, ის ელექტორატი შეინარჩუნონ, ვიდრე შევიდნენ და ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციონერობაზე ხელი მოაწერონ,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.