„დაჩქარებული წესით აპირებენ, რომ დაამთავრონ სასამართლო პროცესი. ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ, გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ახლო მომავალში. ეს პროცესები, რომლებიც სასამართლოში მიდის, ძალიან კარგად აჩვენებს თუ როგორი სუსტია რეჟიმი, აბა ძლიერი რომ იყოს პოლიტიკური ოპონენტებისა და ახალგაზრდების დაჭერას შეეცდებოდა? თუ მედიის გაჩუმებასა და საკანონმდებლო ბაზის გაუბედურებას? თუ პოლიციის ზურგს უკან დამალვას? არა, სუსტი რომ არის იმიტომ აკეთებს ამას. მთავარია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება.
რატომ ეჩქარებათ? არ ვიცი, მოსამართლემ თავი გაიგიჟა, თან ეს მოსამართლე არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი, ქართველი ადამიანი, რომელიც ახლა უნდა სწავლობდეს, ციხეში გაუშვა“, – ამის შესახებ ,,სტრატეგია-აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.