„დღეს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა. მშვიდობიან მოსახლეობას ასობით დრონი და რაკეტა დაესხა თავს. განსაკუთრებით მძიმე იერიშები კიევზე განხორციელდა.
პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება,”-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადრეი სიბიგამ განაცხადა,რითაც რუსეთს მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ღამის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას,ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანის ემსხვერპლა და 55 დაშავდა.