“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა ქართველის სიმბოლო გახდა. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტის კომიტეტს დაესწრნენ. გუშინ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა მათ წინააღმდეგ. ვითარება ყოველდღე უარესდება. ამჯერად ჩემი გამოსვლა რეჟიმის ან თბილისში კრემლის მეგობრების შესახებ არ იქნება. ამაზე ყველაფერი ვთქვით აქამდე მიღებულ რეზოლუციებში.
ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხელებს ისვრის, მათი [სანქციების] ეშინია. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან, ვინაიდან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. ისინი ხალხს ატყუებდნენ ევროკავშირის მისწრაფებებზე, ჩვენ გვატყუებდნენ – ევროპარლამენტსა და ევროკავშირში.
მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარაა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები.
სხვათა შორის, არ მესმის ისინი, ვინც ევროკავშირის შესახებ შხამს ავრცელებენ, ჯერ კიდევ აქტიურები რატომ არიან აქ – ევროპარლამენტში.
მოდით, ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხის მარტოდ მიტოვება”,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.