„შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო.

მაშინ, როდესაც დასავლეთი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და მხარს უჭერს ძალისხმევებს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შესაჩერებლად, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მსგავს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს მორალურად არასწორია,”- წერია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.