უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს აქვეყნებს.  როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ტყვეთა გაცვლა უნდა გაგრძელდეს.  

„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაშია“, –  აღნიშნა  ზელენსკიმ.