სვანური • Svanuri რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელთან,გიორგი ლიპარტელიანთან ინტერვიუს Business Insider Georgia ავრცელებს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია “ქართული რძის პროდუქტები”, რომელიც “სვანურის” ბრენდის ქვეშ აწარმოებს სხვადასხვა სახის რძის პროდუქტს, 20 წლის უკან დაფუძნდა და წარმოებული პროდუქტით წარმოდგენილია საქართველოში არსებულ თითქმის, ყველა ბრენდულ და არაბრენდულ მაღაზიაში.
“სვანური” რძის პროდუქტები მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე გადის ხარისხის მრავალეტაპიან კონტროლს: ნედლეულის სიღრმისეული შემოწმებიდან დაწყებული, ტრანსპორტირების ტემპერატურული რეჟიმის კონტროლით დასრულებული.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის, განსხვავებული რძის ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის რძეს, ხაჭოს, მაწონს, არაჟანს, ნაღების კარაქს და ყველს. ამასთან, 2025 წლის ბოლოს კომპანია გაზრდის ასორტიმენტს და საშუალება ექნება აწარმოოს: იოგურტები, დასალევი მაწონი, სხვადასხვა სახის ყველი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადად, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10%-ით მაინც იზრდება. ჩვენი გაყიდვების სტატისტიკა და პროგნოზი ძალიან პოზიტიურია. მაგალითად, ბოლო 12 თვეში ყოველთვიური გაყიდვები გაიზარდა 25%-ით და აგრძელებს ზრდას. ასორტიმენტის დამატების შემთხვევაში კი ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ მომხმარებლისთვის კონკურენტული და მისაღები ფასების შეთავაზებას. ამ ეტაპზე, სხვა მწარმოებლებთან შედარებით ჩვენს პროდუქტებზე ფასები 20-25%-ით უფრო იაფია. ჩვენი მიზანია დიდი რაოდენობის პროდუქციის რეალიზაცია მინიმალური ფასნამატით და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ გავითვალისწინოთ ქართველი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა და ფასი შევინარჩუნოთ მინიმალურ ნიშნულზე. რაც შეეხება ხარისხს, როგორც უკვე უკვე აღვნიშნეთ, წარმოებაში და ლოგისტიკაში დანერგილი გვაქვს უამრავი სახის ხარისხის კონტროლი, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლამდე აბსოლუტურად ხარისხიანი და ჯანსაღი რძის პროდუქტი მივიტანოთ. ჩვენს ქარხანაში მუშაობენ ქართველი და უცხოელი ხარისხის კონტროლის თანამშრომლები, კონსულტანტები. ხარისხი ჩვენთვის უპირატესია!
ასევე, ჩვენ გვყავს თანამშრომლების ძალიან კარგი გუნდი, რომლებიც მთელი გულით მუშაობენ იმისთვის, რომ კომპანიის საერთო მიზნები მოკლე ვადაში იქნას მიღწეული და დიდი მადლობა ამ ადამიანებს! ასევე, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიირთმევენ სიკეთით სავსე რძის პროდუქტებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია წლის ბოლოს ახორციელებს დამატებით ინვესტიციას 2 მლნ დოლარის ოდენობით, რათა კიდევ გაფართოვდეს ქარხნის სივრცე, შევიძინოთ უახლესი დანადგარები და მომხმარებელს შევთავაზოთ გაზრდილი ასორტიმენტი.
ცნობისთვის, საწარმო თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარეობს. საწარმო ფლობს HACCP სქემას და ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.