„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.

ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.

რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით – არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

რაც არასწორია – ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს – იმას ჩვენ დავაზიანებთ,”-ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.