„საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ. მათი ყველა მოწოდება არის საქართველოს ინტერესების საზიანო. არა მხოლოდ, ოდნავ საზიანო, არამედ ეგზისტენციური საკითხია და ჩვენს ყოფნა-არყოფნის საკითხებს ეხება, ამიტომ ამას არ გავითვალისწინებთ.
[ევროკავშირი] ძალიან მარტივ რამეს ითხოვს – სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებისათვის სწრაფვას და ასევე, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ყველა პუნქტი დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს საკითხი არის უდიდესი საფრთხის წინაშე. ყველაფერი აწონვადია. თუ ქართველი ერი გვეტყვის, რომ რომელიღაცა სხვა საკითხი უფრო წონადია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება და უსაფრთხოება, მაშინ კი ბატონო. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და გააკეთოს ვინმე სხვამ – მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე, ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობამდე და სუვერენიტეტის ნიველირებამდე,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.