„თუკი ვინმე არაფერ შუაშია ევროკავშირთან, ეს არის „ქართული ოცნება“. საკითხი ძალიან მარტივად დგას, თუკი „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებას არ მმართავს, ჩვენი გზა ევროპისკენ ხსნილია. იქამდე, სანამ მათ კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, მანამდე საქართველოს არავითარი შანსი ევროპულ გზაზე არ აქვს.
ჩვენ ევროპარლამენტის ბოლო გზავნილიც ვნახეთ, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სამართლიანი, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქამდე ქართული სახელმწიფო არის მმართული, იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის მიერ აღიარებული არ არის, როგორც ხელისუფლება.
როდესაც კონკრეტულ ოჯახში გაწევრიანება გსურს, რომელსაც ცივილიზაციურად ვეკუთვნით, ხომ? – მიმაჩნია, რომ შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი ერთი ცივილიზაციის ნაწილი არიან, ასევე, მიმაჩნია, რომ როგორც გელათი, ბაგრატის ტაძრები, ისე პარიზის ღვითისშობლის ტაძარი არის ერთი ცივილიზაციის ნაწილი. როდესაც ამ ცივილიზაციას საბჭოთა უბედურების შემდეგ უბრუნდები, მას შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის წესები [დაიცვა], რაც არსებობს. მაგალითად: არჩევნები არ უნდა გააყალბო, ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა – ამ პრინციპებს თუ არ უღალატებ, მარტივად ამ ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი ხდები. „ქართულ ოცნებას“ ეს ფეხებზე ჰკიდი, ამაშია მთელი საქმე. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივად დგას, ან სრულფასოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია ჩვენი ხელისუფლებაც, ან არა,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.