„გებელსისეული პროპაგანდის არსი – დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!
ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს – ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…
რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ,”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს და ავრცელებს საარქივო ჩანაწერებს ოპოზიციონერებისა და ასევე, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებიდან, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პროსუსულს უწოდებენ.