„გორბის“ კვლევა არანაირი კვლევა არ არის, არც არავინ გამოუკითხავთ. საწერი კალმის 10 გრამი მელანი დახარჯეს. ადგნენ, უბრალოდ 100% არ გადასცდნენ და იქ რაღაც ციფრები თვითონ დაჯღაბნეს. არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს იმიტომ, რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩაუტარებიათ. შესაბამისად, რაიმე სერიოზული მსჯელობა ამაზე არ შეიძლება. ერთადერთი საყურადღებო არის ის, რომ, ფაქტია, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშვნაზე. იმიტომ დასვეს ეგ კითხვა: „საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს ხვალ, ვის მისცემდით ხმასო“. ეს კითხვა რატომ გაჩნდებოდა, თუ თავში არ უტრიალებთ, თუ ეს საკითხი მათ დღის წესრიგში არ არის?! ამიტომ „გორბის“ ეს ნაჯღაბნის რაღაცის გამოქვეყნება იმის დასტურია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩვენ კი არ უნდა გვლანძღავდეს, არამედ უნდა ემზადებოდეს, ფორმაში იყოს, იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები რომ ჩაინიშნება, რეალური და ძლიერი შედეგი ვაჩვენოთ,” -ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,ალეკო ელისაშვილმა განაცხადა,რითაც გამოემხაურა ,,გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევას.