საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან?

გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა;

10,7% – „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ – აძლევს ხმას;

10% – „გახარია საქართველოსთვის“;

9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;

7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

3,2% – „გირჩი“;

1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

1,1 % – სხვა პარტიები.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).