„ჭეშმარიტება რამდენიმე პუნქტად:
„გორბის” ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც. „გორბი” პირველ რიგში აყალბებს „ქართული ოცნების” რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას” 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%.
„ოცნება” წაგებული პარტიაა.
გამყალბებელი ორგანიზაციის შედეგებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასკვნების გამოტანა კი მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება მოხდეს:
1.პოლიტიკური და პარტიული სპეკულაცია, რაც სოციალურ ქსელში მრავლად ვნახე.
ან/და
2.ვინც „გორბიზე” სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც “გორბი” და ივანიშვილი ისახავს მიზნად. არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი. იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ “გორბის” სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი,ირაკლი კუპრაძე აცხადებს,რითაც ,,გორბის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმაურება.