„დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ პრობლემები, რაც იკვეთება, ხელის გულზე დევს. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პროკურატურის მხრიდან. ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

ის იყენებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული.

ციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე გავაკეთე განმარტება, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. უნდა მოხდეს გამოძიება, პენიტენციურმა გააკეთა განმარტებები, აღნიშნულზე მეტს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ დეტალებს, რასაც გამოააშკარავებენ.

რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება],”-ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.