,,არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თეორიულადაც კი შესაძლებელია – ახლა თუ ცუდ ხასიათზე ადგები და იტყვი, რომ „ვაუქმებ, რადგან არ მომწონხარ”, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ.

გარდა შანტაჟისა, ამას ვერაფერი დაერქმევა! მათ მიერვე დაფინანსებული და გამოქვეყნებული კვლევებით სასამართლოდან დაწყებული ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული, დემოკრატიის ინდექსით დაწყებული გარემოს დაცვის ინდექსით დამთავრებული, ლიდერები ვართ. როცა ამის შემდეგ შემოტრიალდები და რაღაც გამოგონილი თემებით მეუბნები, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეგიჩერო, როცა არც ერთი პუნქტი, რა დროსაც ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, დაკმაყოფილებული არ არის და რაღაც ახალ მიმართულებებს იგონებ, შანტაჟია, აბა, რა არის?!

თვითონვე არიან გახლართული თავის ორმაგ და სამმაგ სტანდარტებში,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.