„დარწმუნებული ვარ, ახლა წარმატების გზა ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერებისთვის და პროდასავლური ამომრჩევლისთვის, ვიდრე უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება. ისინი კომპრომისზე წავიდნენ. უკომპრომისო ბრძოლაში დარჩნენ პარტიები, გამოკვეთილად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ამ ბრძოლაში, რაც გულისხმობს პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმას, საარჩევნო ნომრის დაკარგვას, საკრებულოში ასობით მანდატზე უარის თქმას.
დღეს მგონია, რომ ნაკლებად რელევანტურია ეს ამბავი იმიტომ, რომ როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლის 80% არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანთან გამოცხადებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა კომბინაციას შესთავაზებენ ისინი ოპოზიციურ ამომრჩეველს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული ნაწილი ჩამოყალიბებულია, განსაკუთრებით ოპოზიციური, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, არამედ ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის თვიტმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა.