“ქართული ოცნება” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავის რეპრესიებს აძლიერებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა თაღლითურ “საბოტაჟის” გამოძიებაზე დაყრდნობით, დემონსტრანტებისთვის საბაზისო დაცვითი აღჭურვილობის მიცემისთვის. ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს,”- ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე.