„ეს არ არის პირველი 31 აგვისტო. ყოველ წელს, 2017 წლიდან მოყოლებული, 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს, თუ რა მდგომარეობაა, რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე სტატისტიკა მიგრაციული იმ მოთხოვნებთან, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს.

პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ასე შემდეგ. ამ კუთხით, საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს. სამაგალითოც კია, როგორც ზრუნავს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. საქართველომ თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში. იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, პოლიციის ატაშეების ქსელია შექმნილი. საქართველო ამ მხრივ სამაგალითოა, ანგარიშში ასახულია, რა გაკეთდა ამ მხრივ.

რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიზებას და სპეკულაციების გამოყენებას. ეს სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო პერიოდია ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს. ამას ვხედავთ საქართველოს მაგალითზე. ისეთ კანონებს, როგორიც არის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, არაფერი აქვთ კავშირი უვიზო მიმოსვლასთან. მცდელობაა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.