„კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, საპროტესტო აქციებს, როგორც გასული წლის გაზაფხულის დროს, ასევე, ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ასე შემდეგ. ცხადია, კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებითაც იყო. ჩემი პასუხი რა თქმა უნდა იყო ის, რაც არის სიმართლე – „სამართლიანი არჩევნები“ დაარსებიდან იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ამ აქციებზე ვახორციელებდით, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება თუ ასე შემდეგ, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობაში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის დაცვას. ჩემი შეფასება დაყადაღებასთან დაკავშირებით იგივე რჩება, რომ ეს დაყადაღება არის ზეწოლა და დევნა სამოქალაქო ორგანიზაციებზე იმიტომ რომ ისინი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია,”-აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,სამართლიანი არჩევნების” ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ, ე.წ. ,,საბოტაჟის საქმეზე” მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.