„კიდევ ერთი საკითხი. ჩვენ ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს. გვჯერა, ჩვენი და არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება, რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ, პირველყოვლისა, რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით – „არას“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია – ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.