„ჯო უილსონს აქვს ერთი აზრი და მიზანი, რომ „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია გრძელდება მიუხედავად იმისა რომ “ნაცმოძრაობის” მთელმა ლიდერებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ლანძღა ტრამპი და მიწასთან გაასწორა. ამის მიუხედავად ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა, ახალ ვითარებაში განახლდა. საქართველოს დაზიანება და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა არის მიზანი – სწორედ იმ “ნაცმოძრაობისა”, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელში, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ როგორმე იქიდან მეტი კრიტიკა წამოვიდეს იმისთვის, რომ მეტი ხალხი გამოვიდეს [აქციაზე] და როგორმე სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ და ა.შ მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს.

რომც იყოს რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული – ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება. ვინაიდან მსოფლიოში კონიექტურა იცვლება. ეს კონიექტურა, ახლა მორგებულია იმაზე, რასაც “ნაცმოძრაობა” „ჩალიჩობს“, ომის გაგრძელებაზე – ჩვენ ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც რასაკვირველია საქართველო შვებით ამოისუნთქავს თავისი მცირე რესურსებით,”-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკმა განაცხადა,რითაც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას გამოეხმაურა.