„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით.კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია,”-ამის შესახებ ამერიკელი ,,რესპუბლიკელი” კონგრესმენი, ჯო უილსონი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ცნობისთვის, შესწორების ტექსტი წერია,რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.