ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

„შეხვედრისას ყურადღება პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა, საერთო გამოწვევების დაძლევის მიზნით. მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.საუბარი, ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს,”-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.