„4 ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. მინდა ასევე შევეხო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. რას უცხადებს სოლიდარობას, რომ გავითვალისწინოთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს არჩევნები და ხმის მიცემა, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება.
აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება. ამიტომ, მინდა გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და უცხოელმა- 4 ოქტომბერ თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტოვის კოქტეილებზე“ და რაღაცებზე, ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, საქართველო არავის სათამაშო არ არის. ქართველების ბედი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი არ არის. ან არიან გულუბრყვილოები, მიამიტები და საერთოდ ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე. როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობის აქციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა „დამხობა“ რას ნიშნავს ლიტერატურულად, რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. ვინმეს თუ ჰგონია, აქ შტერი არავინ არის,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.