„უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი,”-ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩების დაბარების საკითხს გამოეხმაურა.