„ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა. დიახ მეგობრებო, 4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია, სახელმწიფო დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი ბაირაღი ლევან ხაბეიშვილმა აქცია 4 ოქტომბრის მთავარ სიმბოლოდ და ეს დროშა არის ჩვენს ხელში, სწორედ ამ დროშით, დიდი ერთიანობით და დიდი წინააღმდეგობით მოვდივართ ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის წინააღმდეგ, რადგან მათ შექმნეს რეჟიმი, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ პოლიტიკური განცხადების გამო, ამიტომ მეგობრებო ეს დროშა ჩვენს ხელშია და ამ დროშით უნდა დავამარცხოთ ეს რუსები. რუსული რეჟიმი დასრულდება. გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.