”მოლდოვას მომავალი ევროპაშია! ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს, ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა.”- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგების შეფასებისას.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.