”მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.