„პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? ამის მეასედიც არ გამოვა. ხომ დადგება ეს საღამოც! პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია რა არის, თქვენც ხედავთ ხომ?! არასერიოზული კაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.

კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას?

„რუსულ სიტყვას ვიტყვი, ეს „მელკი“ კითხვა გუშინაც დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. „მელკი“ ქართული სიტყვაა, რომ იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი, რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი ქართულია. სამ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სცადოთ რაიმე შედეგის მიღება. ჩვენ ხვალიდანვე ვაპირებთ მოვემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის.“- განაცხადსა კობახიძემ.