„ჯერ კიდევ წინა დღეებში იხილა საზოგადოებამ ვანდალური აქტები, მოწოდებები. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ძალიან კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობით და მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის. მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, რომ ეს ყველაფერი იქნება წარსულში დატოვებული და ვთხოვ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს. როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება და მაღალი სტანდარტი. გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ეს. უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია და ვინც მოუწოდებდა დამხობის, ძალადობის, ჩამოგდებისკენ, რომ მათ გაეცემათ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

ერთი რამ ყველამ დაიმახსოვროს – ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება. არჩევნები წლიდან წლამდე უმჯობესდება და სამაგალითო ხდება.

გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა და ყველა კარგად ხედავს, რა მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები.

ვისაც საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სამშობლოს წინაშე ეს პასუხისმგებლობა გააჩნია, ვისაც მოქალაქეობრივი ვალდებულება გააჩნია, ყველა კარგად ხედავს თავის წვლილსაც და გზასაც. ვინც კიდევ ფიქრობს, რომ ძალადობრივად, როგორც მოესურვებათ ისე ააგოს პოლიტიკა და განვითარება, ეს დაბრძენებულ ქართველ ხალხში წარმოუდგენელია.

ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ყველა ინსტიტუციას მადლობას მოვახსენებ.

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დრო,”-ამის შესახებ საქართვლოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.