ეუთო-ოდირი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება. მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.

მსურს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები სამიზნე არ გახდნენ და მათი ხმები გაგონილ იქნას, ვინაიდან, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ზრდისთვის,”-ამის შესახებ ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა.