„საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია. ახალი ადმინისტრაცია რომც არ მოსულიყო, საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული არანაირად, არცერთი ნიშნით არ შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელიც ზოგიერთი სენატორისგან გავიგეთ. საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო საქართველოში და რასაკვირველია, რუსეთს არანაირი ნაბიჯი გადმოუდგამს იმისთვის, რომ საქართველოსთვის რაიმე უპირატესობა მიეცა მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს ის რეალობაა, რომელსაც შეგნებულად არ ითვალისწინებენ საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანები, მათ შორის ეს კონკრეტული სენატორები,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა,რითაც გამოეხმაურა სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ საქართველოზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.