„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.
ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი,”-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,რითაც სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებებს გამოეხმაურა.