„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ოდრა პლეპიტეს შეხვდა.

„დავასრულეთ შეხვედრა მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე, რაც ითვალისწინებს მყისიერად უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, პროპაგანდისტებისთვის, მოძალადეებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უკვე მერამდენე შეხვედრა გვაქვს ევროპის დედაქალაქებში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ უვიზო მიმოსვლის, რომლის საფრთხეც ძალიან რეალურად დააყენა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნაცვლად ამისა, უვიზო მიმოსვლა უნდა დაკარგოს ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. 20-ში არის საგარეო მინისტრთა კომიტეტი, მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნების და ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სხვა სასანქციო ბერკეტებთან ერთად იმისთვის, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.