თბილისის მერიაში დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩ ოლივიე კურტოს შორის შეხვედრა გაიმართა.
„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის,”-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეხვედრაზე.
„უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს კულტურას, მის ისტორიას, რელიგიას. პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება,”-ამის შესახებ კი ოლივიე კურტომ განაცხადა.